კვირას ერაყში განოხორციელებულ ორ აფეთქებაზე ერაყში დაფუძნებულმა ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა. აფეთქებებმა 155 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 500-ზე მეტი დააშავა.
ორი უძლიერესი აფეთქება მეამბოხეთა დაჯგუფება ერაყის ისლამური სახელმწიფო-ს წევრებმა განახორციელეს. განცხადება ამის სესახებ ისლამისტი მეამბოხეების ვებ გვერდზე იყო განთავსებული.
ბაღდადის გუბერნატორის სალაჰ აბდულ რაზაკის თქმით, შესაძლოა,
რომ თავდამსხმელებისთვის აფეთქების განხორციელება ერაყის უშიშროების ძალების უყურადღებობამ
ან დანაშაულში თანამძრახველობამ გააადვილა.
ერაყის პრემიერ მინისტრმა, ნური ალ მალიკიმ თავდასხმაში ალ ყაიდა და ყოფილი ბაათის პარტიის წევრები დაადანაშაულა. მისი თქმით, წინასაარჩევნო ვითარების დროს, მეამბოხეებს ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურთ.
თითქმის ერთდროული ორი აფეთქება ბაღდადის ყველაზე კარგად დაცული მწვანე ზონის მახლობლად მოხდა. აფეთქებების სამიზნეები ადგილობრივი თვითმმართველობისა და იუსტიციის სამინისტროს შენობები იყო.