იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მოგერიებისთვის ბრძოლის პირობა დადო. იტალიის კონსტიტუციურმა სასამართლომ პრემიერს იმუნიტეტი მოუხსნა. ბერლუსკონის კორუფციაში სდებენ ბრალს. პრემიერმა განაცხადა, რომ იგი სასამართლოში და ტელევიზიით გამოვა და იტალიელებს საკუთარ უდანაშაულობას დაუმტკიცებს. კორუფციასთან დაკავშირებით, ბერლუსკონის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული. თავად პრემიერი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები მას სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის.