შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა გლობალური ეკონომიკა ჩავარდნის ზღვრიდან უკან მოაბრუნეს. ეს განცხადება ბატონმა ობამამ ქალაქ პიტსბურგში, დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ საკუთარი ეკონომიკის სტიმულირება ეკონომიკის სრულ გაძლიერებამდე. ისინი ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ გაამკაცრონ ფინანსური მარეგულირებელი სისტემა.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა მიიღეს ნავთობის მოპოვების სუბსიდირების შემცირებას შეეხო. გლობალურ დათბობის შესამსუბუქებლად მთავრობები საწვავზე სუბსიდირებას შეამცირებენ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ დიდმა ოცეულმა, რომელშიც დიდი 8-იანისგან განხვავებით არა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები შედიან, არამედ განვითარებადი ეკონომიკის მქონეებიც, ისეთი საკითხების განხილვა უნდა დაიწყოს, რომელიც ტრადიციულად მხოლოდ დიდი 8-იანის შეხვედრებზე განიხილება ხოლმე.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ დიდი 20-ეული მალე მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.