მსოფლიო ბანკი, 2009-ბიზნესის კეთების სიმარტივე: საქართველო მე11 ადგილზეა

9 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოაქვეყნეს ყოველწლიური „ბიზნესის კეთების" ანგარიში.

წელს, ანგარიშის ავტორების განცხადებით, მსოფლიო ბანკის ექსპერტებს განსაკუთრებით რთულ პირობებში მოუხდა მუშაობა, როცა ამ ანგარიშისთვის მასალებს ისინი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე აგროვებდნენ. შეფასდა 183 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. საქარველომ 11 ადგილი დაიკავა.

რა კრიტერიუმებით მოხდა ქვეყნების შეფასება, როგორ შეჯამდა სხვადსხვა ქვეყანაში არსებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო, საიდან მოხდა ინფორმაციის შეგროვება.

ახლა გთავაზობთ ინტერვიუს „ბიზნესის კეთების" ანგარიშის ერთერთ ავტორთან, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის წამყვან ბიზნეს ანალიტიკოსთან ქალბათონ დალია ხალიფასთან.

„ გასულ წლებთან შედარებით და როგორც იცით ანალოგიურ ანგარიშს მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს, წელს 131 ქვეყანაში რეფორმების შთამბეჭდავი შედეგები ვიხილეთ. აქ, საგულისხმოა, რომ პროგრესს ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა.

ჩვენ ამ ქვეყნებში არსებული მდგომაროება შარშან ინვისიდან მოყოლებული წლევანდელი ივნისის ჩათვლით შევაფასეთ.

აქცენტს ვაკეთებდით ბიზნესის წარმოების, ბიზნესის დაწყების გზებზე, ბიუროკრატიულ ზომებზე, სხვა რეფორმებზე, რესტრუქტურიზაციის მექანიზმებზე, გადასახადებზე, კორუფციის დონეზე, ფინანსური სისტემების სიძლიერეზე და ასე შემდეგ.

კვლევამ დაამტკიცა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ მსოფლიოს ქვეყნები მცირე და საშუალო ბიზნესის მუშაობას, სექტორს, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს სამუშაო ადგილების შექმნის და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდისვის.

სინგაპური წამყვანი რეფორმატორი ქვეყანაა. იქ ძალიან ადვილი ბიზნესის კეთება. ახალი ზელანდია მეორე ადგილზეა."

ქალბათონი ხალიფა გვეუბნება, რომ რიგი მეწარმისთვის, როგორც ანგარიშშია დაფიქსირებული, ბიზნესის დაწყების სიმარტივე დიდი უპირათესობაა. დიდი ბარიერების არარსებობის პირობებში, ბიზნესების მფლობელები ბევრად უფრო მარტივად ახორციელებენ საქმიანობას, ქირაობენ მუშახელს, ახდენენ ქონების გადაცემას, მარტივად აფორმებენ კონტრაქტებს და უფრო მოქნილად მართავენ კომპანიებს.

„საქართველომ წელს, ამ კვლევის შედეგად მე11 ადგილი დაიკავა. ქვეყანა უკვე მერამდენე წელა წამყვანი რეფორმატორია. ეს ძალიან შთამბეჭდავია, ყოველ წელს მისი მდგომარეობა ჩვენს რეიტინგში უმჯობესდება, შარშან საქათველომ ბიზნესის მარტივად წარმოების პარამეტრებით მე 16 ადგილი ეკავა. ჩვენი აზრით საქართველომ ეს წინსვლა რეფორმატორული სტრათტეგიის გაგრძელების შედეგად ნახა. წელს ჩვენი ყურადღება საქართველოს შემთხვევაში განსაკურებით მიიქცია ორმა სფერომ: პირველი ეს არის სამშენებლო ლიცენზიების გაცემის რეგულირება და მეორე ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის მიმოქცევის დროს გამარტივებული პროცედურები საზღვრებზე."

„ჩვენი მეთოდოლოგია ფაქტებს და სპეციალისტებს მიჰყვება: მაგალითად ჩვენ ამ ქვეყნებში მუდმივად ვმუშაობთ იურიდიულ ფირმებთან, ბუღალტრებთან, ფინანსისტებთან. ეს ადამიანები დღენიადაგ მეწარმეებთან მუშაობენ როცა ახალი კომპანია იქმნება. ჩვენ სწორედ მათი მონაცემები, პირველი წყაროდან მიღებული ინფორმაცია გვაინტერესებს, როცა კვლევას ვათარებთ."

და ბოლოს, ჩვენი რესპოდენტის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის მასშტაბით, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშრის ტერიტორიაზე, საქართველო ყველა ამ ქვეყანას უსწრებს.