ჰილარი კლინტონი ლიბერიაში იმყოფება

აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ლიბერიაში იმყოფება, რათა მხარდაჭერა გამოხატოს აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებს შორის ერთადერთი ქალი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.

კლინტონი ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში დღეს ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ელენ ჯონსონ სირლიფს და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებს.

ვიზიტამდე ადრე, ლიბერიის ინფორმაციის მინისტრმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ლიბერიის პრეზიდენტი ქალბატონ კლინტონთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებზე გააკეთებდა აქცენტს.

როგორც ცნობილია, ლიბერია ცდილობს 1989 წლიდან 2003 წლის ჩათვლით მიმდინარე ომის შედეგებს დააღწიოს თავი.

აფრიკის ამ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობები აქვს შეერთებულ შტებთან.