ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კონგოს დემოკრატიულ
რესპუბლიკაში ჩავიდა.
კონგო, მის შვიდ დღიან აფრიკულ ტურნეში, მეოთხე სახელმწიფოა, სადაც ამერიკელი ლიდერი სტუმრობს.
კონგოს დემოკრატულ რესპუბლიკაში კლინტონი პრეზიდენტ ჯოზეფ კაბილას შეხვდება და მოინახულებს კლინიკას, რომელიც ყოფილმა ამერიკელმა პროფესიონალმა კალათბურთელმა დიკემბე მუტომბომ დაარსა.
დღეს უფრო ადრე კლინტონმა ვიზიტი დაასრულა ანგოლაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ჟოზე ედუარდო დოს სანტოს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე, კლიტონმა ანგოლელებს მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარონ.
პრეზიდენტი დოს სანტოსი ხელისუფლების სათავეში უკვე 30 წელია რას დგას. ანგოლას დედაქალაქ ლუანდაში, ქალბატონმა კლინტონმა ხელი მოაწერა შიდსთან ბრძოლის დახმარების 10მილიონამდე გაზრდის ხელშეკრულებას.