“ მე ჩამოვედი აქ აშშ-ს სახელით და ჩამოვიტანე მარტივი და პირდაპირი შეტყობინება: ჩვენ, აშშ, თქვენს გვერდით ვართ იმ გზაზე, რომელიც მიგიყვანთ მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ, და კიდევ ერთხელ გაერთიანებულ საქართველოსთან.“
ვიცე- პრეზიდენტი გაემგზავრა საქართველოში იმისათვის, რომ დაერწმუნებინა საქართველოს მთავრობა და ხალხი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუშაობს თავისი ურთიერთობების
გადატვირთვაზე
რუსეთთან, რუსეთსა და ვაშინგტონს შორის დამთბარი ურთიერთობები არ შეამცირებს აშშ-ს მხარდაჭერას მათი ქვეყნისათვის. ამასთან, აშშ არ მიიჩნევს კანონიერად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას. აშშ-ს სახელით მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გასულ წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობების შესრულებისაკენ და ხაზი გაუსვა, რომ
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციისათვის სამხედრო ძალები არ იქნება გამოყენებული.“ ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად და ასევე მოვუწოდებთ მსოფლიოს, რომ არ აღიაროს ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად.
ჩვენ მოვუხმობთ რუსეთს პატივი სცეს ცეცხლისშეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საერთაშორისო ვალდებულებებს. აქ იგულისხმება შეიარაღებული ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება და საბოლოოდ თქვენი ტერიტორიიდან გაყვანა.““ არ არსებობს სამხედრო ალტერნატივა რეინტეგრაციისათვის“ ხაზი გაუსვა ვიცე-პრეზიდენტმა. „არის ალტერნატივა მხოლოდ მშვიდობიანი და აყვავებული საქართველოსათვის.“
აშშ-მ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ის არ სცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს. ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას აირჩიოს თავის მეგობრები და მოკავშირეები:“ ჩვენ გვესმის, რომ საქართველო მიისწრაფის ნატოში შესვლისაკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და
გავაგრძელებთ დახმარებას, რათა თქვენ შეძლოთ ნატოს წევრობის სტანდარტების დაკმაყოფილება.“-განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა