დააკავეს გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოლექსი პუკაჩი


უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში დააკავეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლექსი პუკაჩი.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი პუკაჩი გუშინ უკრაინის ჩრდილოეთში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ღონღაძე, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა თავისი მუშაობის დროს, 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა.

მისი თავმოკვეთილი გვამი ორი თვის შემდეგ კიევის შორიახლოს იქნა აღმოჩენილი.

ალექსი პუკაჩი, რომელიც 2000 წელს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ერთერთი წამყვანი თანამშრომელი იყო, ეჭვმიტანილი იყო ღონღაძის თვალთვალში.


უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, იგი ასევე პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში და ჟურნალისტის გატაცებას ხელმძღვანელობდა.

ახლა მასზე ეჭვი აქვთ, რომ მან მსხვერპლი პირადად დაახრჩო.

2003 წელს პუკაჩი დააკავეს როცა მასზე ეჭვი აიღეს ღონღაძის საქმეში არსებული სამხილის განადგურების გამო.

შემდეგ იგი გაანთავისუფლეს.

პუკაჩი ცოტა ხანში გაუჩინარდა საზოგადოების თვალსაწიერიდან.

2005 წელს კი მას დაუსწრებლად დასდეს ბრალი მკვლელობის მუხლით.