გუშინ ანკარაში გამართული ცერემონია, რომლის დროსაც ხელი მოეწერა სამი ათას სამასკილომეტრიანი გაზის მილსადენის პროექტის მშენებლობის გადაწყვეტილებას, შვიდ წლიან მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. გაზსადენი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქეთამდე და შემდეგ ევროპის ბაზრებამდე მოახდენს.
ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ აღნიშნა, რომ გაზსადენს უდიდესი ისტორიული მნიშვნლეობა აქვს.
"ნაბუქოს გაზსადენს ევროპისა და თურქეთის ენერგო უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გაზსადენის საშუალებით სხვადასხვა მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიცირება ხდება და ამასთან, მომხმარებლისთვის ის სანდო წყაროს და საიმედო ტრანზიტულ პირობებს უზრუნველყოფს."
ნაბუკოს პროექტი მოიაზრება როგორც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ დინების გაზსადენის პროექტის საწინააღმდეგო ძალისხმევა. სამხრეთის დინების მილსადენს გაზი შუა აზიიდან რუსეთის, უკრაინისა და ბალკანეთის სახელმწიფოების გავლით იტალიამდე გადააქვს.
რუსეთისა და უკრაინის სანდოობა ეჭვის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც იანვარში ორ ქვეყანას შორის პრობლემები წარმოიქმნა რუსულ გაზზე, რამაც პრობლემები შეუქმნა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს.
ყველაზე მეტად მაშინ ბულგარეთი დაზარალდა. ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა სერგეი სტანიშევმა ნაბუკოს პროექტის მნიშვნელობა შემდეგნაირად შეაფასა:
"ბულგარეთის მთავრობისა და ხალხისთვის, რომლებმაც ყველაზე არასასიამოვნოდ იწვნიეს იანვრის მოვლენები, ნაბუკოს ხელშეკრულების ხელმოწერა ძლიერი მესიჯია, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური კუთხით."
იანვარში განვითარებული მოვლენების გამო, გაზის მიწოდების მხრივ პრობლემები შეექმნა უნგრეთსაც. უნგრეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბაინაი, ნაბუკოს გაზსადენს სიმბოლურად აღიქვამს, როგორც უფრო ფართო თანამშრომლობის დასაწყისს.
"კრიზისიდან გამოსავალი ყველა ქვეყნისთვის არის არამედ უფრო მეტი თანამშრომლობა, კოორდინაცია და ინტეგრაცია. ესენია სწორედ კრიზისის დარეგულირებისთვს უმთავერსი გზები."
ევროპის ძალისხმევა--ენერგო რესურსების დივერსიფიკაცია მოახდინოს, ანკარაში აღიქმება არა როგორც ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ძალის მატარებელი ბერკეტი. თურქეთი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ენერგო რესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს ესაზღვრება, საკუთარ თავს ახლა ენერგო ხიდად მოიზარებს. თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი შეთანხმებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და არა მხოლოდ გაზსადენად აღიქვამს მას.
"ჩვენ დღეს მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ ჩვენი ქვეყნების მეგობრობისა და მშვიდობისთვის, ასევე მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის." აცხადებს ბატონი ერდოღანი. ნაბუკოს პროექტი კი საფუძველს ჩაუყრის თურქეთის ურთიერთობების სამომავლო გაუმჯობესებას ევროკავშირთან, ენერგეტიკის სფეროში.
თურქეთის უნარი-დაეხმაროს ევროპას ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, ანკარაში აღიქმება, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების უფრო დიდი შესაძლებლოობა. მაგრამ თუნდაც ახლა ჯერ კიდევ არსებობს სეიოზული ეჭვები დ კითხვები ნაბუკოს გაზსადენის მდგრადობასთან დაკავშირებით.
მიმომხილველების აზრით, მოსკოვი სულაც არ არის კმაყოფილი იმით, რომ რუსეთს უმცირდება ენერგეტიკიული ბერკეტი. შედეგად, მოსკოვი ფიქრობს ორი ახალი მილსადენის აშენებას, რომლებიც ევროპულ ბაზრებს უნდა მოხმარდეს.
მიმომხილველები ამბობენ იმასაც, რომ კრემლი აქტიურად მუშაობს რათა გაზის იმ რესურსების შესწყიდვა მოახდინოს, რომელმაც ნაბუკოს გაზსადენი უნდა შეავსოს. ივლისის დასაყისში, რუსეთმა მოაწერა კიდეც ხელი აზერბაიჯანის გაზის შესყიდვას.
ასეთი რამ სულაც არ გამოადგება ნაბუკოს პროექტის წარმატებას, ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი სოლი ოზელი ბილგის უნივერსიტეტიდან.
"აზერბაიჯანის დახმარების გარეშე, ნაბუკოს პროექტი წარმოუდგენელია, რამეთუ ირანის გაზს ახლა საერთოდ ვერავინ ხედავს. ირანის გართულებული ურთიერთობების გამო დასავლეთთან, ასეთი რამ არც იქნება ოპტიმალური. ამიტომ, ნაბუკოსთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ გაზზე უნდა გვქონდეს კონცენტრაცია."
ნაბუკოს პროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანს საკმარისი გაზის რეზერვები აქვს რათა ნაბუკოს პროექტიც და რუსეთიც დააკმაყოფილოს.
პროექტის მხარდამჭერები ასევე აცხადებენ, რომ ნაბუკოს ამოქმედებისთანავე გაზი წამოვა ეგვიპტიდან, ირანიდან, ერაყიდან და თურქმენეთიდან, თუ აზაერბაიჯანი ვერ შეავსებს გაზსადენს. თუმცა ყველაზე ოპტიმისტი მხარდამჭერებიც კი აცხადებენ, რომ პროქტში ბევრი დეტალი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.