ირანის პოლიციის
უფროსის განცხადებით საპროტესტო გამოსვლების დროს 20 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე
დააპატიმრეს.
ისმაილ
აჰმადი მოღადამის განცხადების თანახმად დაპატიმრებულთა უმრავლესობა უკვე გაანთავისუფლეს
ან რევოლუციურ სასამართლოებს გადასცეს. ადამიანის
უფლებათა დამცავი ორგანიზაციები უფრო მეტი მსხვერპლის შესახებ იტყობინებიან. ირანის
რევოლუციის გუშაგთა საბჭომ გააფრთხილა ოპოზიცია შეწყვიტოს საპროტესტო აქციები და აღიაროს
პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის უფლებამოსილება.
ოთხშაბათს
ირანის ხელისუფლებამ აკრძალა ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთის გავრცელება რომელიც პრეზიდენტობის
კანდიდატის მეჰდი კაროუბის მხარდამჭერი იყო.