პაკისტანში დაკავებულია 30 ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხე

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 30 ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხე, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთის პროვინციაში ლტოლვილთა ბანაკებში აფარებდნენ თავს.

პოლიციამ ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი მეამბოხეები სვატის ველის რეგიონიდან არიან, სადაც სამთავრობო ძალები, როგორც ცნობილია, თალიბებს ებრძვიან.

პაკისტანის სამხედრო ოფიციალური პირები მოქალაქეებს თხოვენ დაეხმარონ მეამბოხეების ამოცნობაში. პაკისტანის არმიის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციისას 29 მეამბოხე დაიღუპა.