დღეს ციმბირში დიდი ქარხანა გაიხსნა

დღეს ციმბირში დიდი ქარხანა გაიხსნა, რომელსაც ორი მილიონი ქიმიური იარაღის განადგურება შეეძლება. ამ ქარხნის მშენებლობაში შეერთებულმა შტატებმა მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა. აღნიშნული ქარხანა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დადებული განიარაღების ხელშეკრულების შესაბამისად აშენდა. ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის განცხადებით შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა აღნიშნული იარაღი არ მოხვდეს ექსტრემისტების ხელში. რიჩარდ ლუგარი იმ პროგრამის სულის ჩამდგმელია, რომელიც რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული მასობრივი მოსპობის იარაღის განადგურებას ითვალისწინებს. ამერიკელი ექსპერტების განცხადებით ქიმიურ იარაღს, რომელიც უბრალო ჩემოდანში ეტევა ათი ათასობით ადამიანის განადგურება შეუძლია.