თურქეთმა ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განახორციელა

თურქეთის სამხედრო ოფიციალულრი პირების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ერაყის ჩრდილოეთით მოთარეშე ქურთ მეამბოხეებზე. საჰაერო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დაფლული ნაღმის აფეთქებამ 6 თურქი ჯარისკაცი მოჰკლა და 8 დააზიანა.

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დღეს თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ავასინ ბასიანის რეგიონში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. მანამდე კი კიდევ ერთ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი თურქეთის ჰაკარის პროვინციაში ერყთან საზღვარზე, რომლის დროსაც სამხედრო ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა.

ოფიციალური პირები მომხდარში ქურთთა მუშათა პარტიას ადანაშაულებენ. თურქეთში კიდევ ერთი დამოუკიდებელი ოპერაცია ჩატარდა რომლის დროსაც 30-მდე ადამიანი დააკავეს ქვეყნის მასშტაბით, რომელნიც ეჭვმიტანილნი არიან ქურთ სეპარატისტებთან კავშირში. მათ შორის არიან მასწავლებლები და პროფკავშირების წევრები.