ღორის გრიპი ავსტრალიაში ვრცელდება


ღორის გრიპი ავსტრალიაში ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ავსტრალიაში გრიპის ვირუსით უკვე სამოცდაერთი ადამიანია დაავადებული. ყველაზე მეტი დაავადებული ავსტრალიის ვიქტორიას შტატშია ტავმოყრილი. აქ ღორის გრიპის ოცდაცამეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრი ნიკოლა როქსონი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გრიპით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაავადდება. ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლება კი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა იმის გამო, რომ იმ გემის მგზავრებს, რომელთა შორისაც თოთხმეტი ადამიანი იყო დაავადებული ვირუსით, ხომალდის შეუბრკოლებლად დატოვების უფლება მისცეს.

ავსტრალიის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყანაში უკვე 61 ადამიანია დაავადებული