ისრაელში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა

ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო იერიშის მომხრეა.

გამოკითხვის შედეგები დღეს ადგილობრივ გაზეთ “ჰაარეცში” გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 66 პროცენტი მხარს უჭერს სამხედრო თავდასხმის განხორციელებას ირანის წინააღმდეგ, 15 პროცენტი ეწინააღმდეგება მას, 19 პროცენტს კი არანაირი შეხედულება არ ქვს.

იმათგან, ვინც მხარი დაუჭირა სამხედრო იერიშს, 75 პროცენტი აცხდებს, რომ ისინი მაინც დაუჭერენ ამ ზომას მხარს, თუ მას ამერიკის შეერთებული შტატები დაუპირისპირდება. 15 პროცენტმა კი თქვა, რომ ისინი საკუთარ მოსაზრებებს შეიცვლიან ვაშინგტონის პოზიციის შესაბამისად.

გამოკითხვის თანახმად, ისრაელის მოსახლეობა დადებითად აღიქვამს პრეზიდენტ ობამას. თუმცა გამოკითხულთა მხოლოდ 38 პროცენტი თვლის, რომ ობამას მეგობრული დამოკიდებულება აქვს ისრაელთან. ეს ციფრი მკვეთრად განსხვავდება ჯორჯ ბუშის დროს ჩატარებული გამოკითხვისგან, სადაც ისრაელელების 73 პროცენტი თვლიდა რომ ამერიკის პრეზიდენტს 2007 წელს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ.