მას შემდეგ, რაც შრი ლანკის სამთავრობო ჯარებმა ათასობით ადამიანი გაანთავისუფლეს მეამბოხეთა მიერ დაკავებული ტერიტორიიდან, ხელისუფლებამ თამილ ვეფხვებს 24 საათიანი ულტიმატუმი მისცა.
შრი ლანკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეამბოხეები შუადღის 12 საათვისთივს უნდა ჩაბარდნენ ხელისუფელბას , ან არადა მათზე სამხედრო იერიში განხორციელდება. შრი ლანკის პრეზიდენმა მაჰინდა რაჯაპაკსემ განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარები ქვეყნის ჩრილდოეთით მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე შევიდნენ, რამაც საშუალება მისცა 35 0000 ადამიანს, გაქცეულიყო. ასობით მშვიდობიანი მოსახლე კი დღესაც ამ რაიონშია ჩარჩენილი.შრი ლანკის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამმა თამილმა კამიკაძე ტერორისტმა იერიში მიიტანა მშვიდობიან მოქალაქეებზე. დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. ჯერჯერობით ამ ინციდენტის დამადასტურებელი დამოჯუკიდებელი ანგარიში არ არსებობს.