მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტ-მომსახურება იზღუდება

ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" “აცხადებს, რომ რაც უფრო დიდი დრო გადის,მით უფრო მეტ ქვეყანას სურს მსოფლიოში ინტერნეტ მომსახურება შეზღუდოს. ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გზები მოიძიონ იმისათვის, რათა გააკონტროლონ ინტერნეტი და საინფორმაციო ინტერნეტ-გვერდების მონიტორინგი აწარმოონ.


არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ ინტერნეტ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მსოფლიოს თხუტმეტ ქვეყანაში ჩაატარა კვლევები.ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნულია,რომ მათი მიზანი იყო აღმოეჩინათ ინტრნეტში დაწესებული ბაირერების, მომხმარებელთა უფლებების დარღვევისშემთხვევები. პროექტის ერთერთი ასისტენტის სარა კუკის განცხადებით,რაც უფრო გაიზარდაინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში, მით უფრო რთული გახდა მათი დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიის შექმნა.
„ იმატა ცენზურის გამტარებელი ქვეყნების რაოდენობამ. ასეთ ქვეყნებში ინტერნეტის საძიებელი საშუალებების უზრუნველყოფისა და გამოყენების გამო ადამიანებს აპატიმრებენ, ზღუდავენ ყველას ვისაც შეუძლია ინტერნეტი პოლიტიკური საკითხების განხილვის საშუალებად გამოიყენოს “. ციტატის დასასრული


გამოკვლეულ ქვეყნებს შორის უმეტესობაში ინტერნეტი ნაწილობრივ შეზღუდულია. ასეთი ქვეყნები გახლავთ: ეგვიპტე,საქართველო,ინდოეთი,კენია,მალაზია,რუსეთი და თურქეთი. კუბაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს,რომ კასტროს მთავრობა ქვეყნის ინტერნეტს თითქმის სრულად აკონტროლებს. ჩინეთი,ირანი და ტუნისი კი არათავისუფალ ინტენეტს ფლობენ. კუკის განცხადებით, ჩინეთი,ირანი და ტუნისი ის ქვეყნებია,რომლებიც საკმარისად დახვეწილ ტექნოლოგიას ფლობენ იმისათვის,რათა ყველა ის ინფორმაცია დაბლოკონ, რაც მთავრობის აზრით არასასურველია. ჩინეთი, ტუნისი და ირანი მაქსიმალურად ცდილობენ ინტერნეტის სისტემის ცენტრალიზება მოახდინონ. ეს იძლევა იმის საშუალებას,რომ გაიფილტროს და გაკონტროლდეს ყველა ინფორმაცია“. ციტატის დასასრული

არასამთავრობო ორგანიზაცია„ ფრიდომ ჰაუსის“ კვლევებმა გამოავლინეს, რომ მოქალაქეების აქტივობამ ასეთ ქვეყნებში უფრო იმატა .კუკი აცხადებს,რომ: „ადამიანები უფრო და უფრო მეტად მოქნილები გახდნენ,მათ უამრავი ტექნიკური და მექანიკური საშუალებები აქვთ იმისთვის,რომ ზუსტად იმ ინტერნეტ გვერდებზე შევიდნენ და ინფორმაცია მოიძიონ,რაც მათ მთავრობებს ასე ძალზე აღაშფოთებს". ციტატის დასასრული