აშშ-ში უმუშევრობა მძვინვარებს

ამერიკის შეერთებულშტატებში უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნაც გაიზარდა.საბოლოო მონაცემებით ამერიკაში ეკონომიკური კრიზისის შედეგად ხუთმილიონ ნახევრამდე ადამიანმა დაკარგა სამსახური.

დღითი დღე იზრდება რაოდენობა იმ უმუშევარი ამერიკელებისა, რომლებიც სახელმწიფოსგან გრძელვადიანი ანხანგრძლივი დროის მანძილზე დახმარებას ითხოვენ.

გუშინ ამერიკის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან 750 მილიარდი დოლარის იპოთეკური სესხიგასცენ და სამასიმილიარდი დოლარის სახელმწიფო ობლიგაციები შეიძინონ.ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით,ამის შემდეგ ამერიკის სხვაბანკებს მიეცემათ საუშალება,მოქალაქეებზე უძრავი ქონებისა და მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხების გასცენ. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა აგრეთვე განაცხადეს,რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაშიბანკის მხრიდანინტერესი მაქსიმალურად დაბალ დონეზე შენარჩუნდება.