მოჰამედ ხათამი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას  ხსნის

ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ზომიერი გეზის მიმდევარი პოლიტიკოსის, მოჰამედ ხათამის განცხადებით ,იგი ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

ბატონი ხათამის ამ გადაწყვეტილების მიზეზზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.თუმცა არ არის გამორიცხული,რომ ამ ნაბიჯით ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა ზომიერი პოლიტიკოსის მირ ჰოსეინ მუსავის კანდიდატურას გამოუცხადა მხარდაჭერა.

მოჰამედ ხათამი ირანის პრეზიდენტი 1997-2005წლებში იყო. მირ ჰოსეინ მუსავის კი ირანის პრემიერ მინისტრის პოსტი 1989 წლამდე ეკავა . კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ ირანში პრემიერ მინისტრის პოსტი საბოლოოდ გაუქმდა.