ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ავტოავარია, რომელშიც ზიმბაბვეს პრემიერ-მინისტრი მორგან ჩანგირაი მოყვა განზრახ მოწყობილი არ იყო. საბარგო ავტომობილი, რომელსაც პრემიერის მანქანა შეეჯახა ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ეკუთვნის. ბრიტანეთი ამტკიცებს, რომ ავარია სამწუხარო საგზაო შემთხვევა იყო. შეჯახებას ჩანგირაის მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებული პრემიერი ზიმბაბვეს მეზობელ ბოტსვანაში გადააფრინეს. ზიმბაბვეს ფინანსთა მინისტრმა ტენდაი ბიტიმ კი განაცხადა, რომ ჩანგირაის საპოლიციო ესკორტი რომ ყოლოდა ეს ავარიის თავიდან აცილებას შეუწყობდა ხელს.