ბაქოში აზერბაიჯანის საჰაერო სამხედრო ძალების სარდალი მოკლეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ უცნობმა მკვლელმა ქვეყნის საჰაერო სამხედრო ძალების სარდალი გამოასალმა სიცოცხლეს. სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით შინიდან გამოსულ გენერალ ლეიტენანტ რაილ რზაევს თავში ესროლეს. გენერალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ჯერ-ჯერობით მკვლელობის მოტივი ნათელი არ არის.