რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველი მარკელოვი მოკლეს


19 იანვარს მოსკოვის ცენტრში რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველი იურისტი სტანისლავ მარკელოვი გამოასალმეს სიცოცხლეს. უკნიდან მიპარულმა მკვლელმა მარკელოვს თავში ესროლა. მარკელოვმა ის-ის იყო რაც პირველი ჩეჩნეთის ომის დროს გაუპატიურებული და მოკლული გოგონას მკვლელის გათავისუფლების გასაპროტესტებლად მოწყობილ

პრეს-კონფერენციაზე გამოსვლა დაასრულა. მარკელოვმა საკუთარი კარიერა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას შესწირა და რუსეთის მთავრობას დაუპირისპირდა. მარკელოვი ხშირად ჩადიოდა ჩეჩნეთში, ინგუშეთში და ციმბირშიც კი. ამ მივიწყებულ მხარეებში იგი ყველაზე დაჩაგრულთა უფლებების დაცვას ცდილობდა. მარკელოვი რუსეთის არმიის,

მილიციის და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაწამებთა, მოკლულთა, შევიწროებულთა ინტერესებს იცავდა. მარკელოვი მრავალი ჟურნალისტის, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაიას ადვოკატიც იყო. პოლიტკოვსკაია 2006 წელს საკუთარ მკვლელობამდე თავად ამახვილებდა ყურადღებას ჩეჩნეთში და რუსეთის სხვა მხარეებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

19იანვარს ნიღბიანმა მკვლელმა მაყუჩიანი პისტოლეტის მეშვეობით გამოასალმა სიცოცხლეს მარკელოვი. მკვლელმა ადვოკატთან ერთად მყოფი ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვაც მოკლა. რუსეთის ხალხმა ხმა აიმაღლა ამ მკვლელობის წინააღმდეგ. ქუჩებში გამოსულმა რიგითმა მოქალაქეებმა მართლმსაჯულებისკენ მოუწოდეს. რუსეთის დუმის ზოგმა წევრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმაც დაუჭირეს მხარი ამ მოთხოვნებს. ხოლო რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დამნაშავეების გამოსავლენად სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფი შექმნა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერა იმისა, რომ რუსი ხალხის მოთხოვნა უნდა აღსრულდეს, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს რუსეთში კანონიერების დამყარებას და თავისუფალი აზრის დაუსჯელად გამოხატვას. სტანისლავ მარკელოვი ამბობდა, რომ სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ თავად მოქალაქეების მიერ კორუმპირებული სისტემის მიერ ჩადენილი დარღვევების წინააღმდეგ გალაშქრების შედეგადაა შესაძლებელი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მთავრობა ყურს ათხოვებს ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნას და ზემოთქმულ მკველობასა და სხვა ადამიანის უფლებების დამცველთა და ჟურნალისტთა გაუხსნელი საქმეების გახსნას შეუწყობს ხელს.