თომას ლუბანგა ჰააგის სასამართლომ გაამართლა

კონგოს შეიარაღებული დაჯგუფების ყოფილი ლიდერი,როგორც პირველი ეჭვმიტანილი ჰააგის კრიმინალური სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ორშაბათს 2002-2003 წლებში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობაზე ზეწოლისა და არასრულწლოვანთა ჯარში ძალდატანებით გაწვევაშიბრალდებული თომას ლუბანგა ჰააგის სასამართლომ გაამართლა.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო აფრიკის ოთხქვეყანაში ომის დანაშაულში ეჭვმიტანილთა საქმეებს იძიებს. თომას ლუბანგა ამ ეჭვმიტანილთა შორის პირველი იყო. შეგახსენებთ,რომ ნიდერლანდებში 2002 წელს დაფუძნებული ჰააგის საერთაშორისო სასამართლო კაცობრიობის წინაშე ჩადენილდანაშაულში,ომის დანაშაულსადა გენოციდში ეჭვმიტანილთა ყველაზე სერიოზული საქმეები იძიებს.სასამართლოს წევრები 108ქვეყნიდან არიან და მათ შორისაა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელიც.