ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს პატივს მიაგებს სამოქალაქო უფლებების დამცველის მარტინ ლუტერ კინგის ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ მარტინ ლუტერ კინგის დღე ყოველწლური დღესასწაულია და ტრადიციულად საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობით აღინიშნება.
ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ბარაკ ობამა, ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ამერიკელ სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდება, რომელბიც ისეთ პროექტებზე მუშაობენ როგორიცაა ეროვნული პარკების გასუფთავება და სამხედროებისთვის სურსათ სანოვაგის მომზადება.
ბარაკ ობამა უფრო ადრე დაესწრო ახალი ვებ გვერდის “იუ ეს სერვის.ორგ”-ის პრეზენტაციას. ახალი ვებ პროექტი საზოგადოებრივი პროგრამების ორგანიზებას მიეძღვნება.
მოგვიანებით, ობამა სენატორ მაკეინის მიერ გამართულ სადილს დაესწრება, შემდეგ იგი ყოფილი სენატორის, ამჯამად კი მომავალი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის მიერ გამართულ წვეულებებს ეწვევა.
ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის მეუღლეები კი სამხედროების ოჯახებისადმი პატივისცემის ნიშნად საინაუგურაციო კონცერტს უმასპინძლებენ მოზარდებისთვის.
ბარაკ ობამა გუშინ დაესწრო საინაუგურაციო ღონისძიებებს, მათ შორის მან მოინახულა უცნობი ჯარისკაცების საფლავები, დაესწრო წირვას და შემდეგ მონაწილეობა მიიღო ლინკოლნის მემორიალური ძეგლის წინ შემდგარ კონცერტში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.