მეამბოხეებმა   ბრიტანელი მძევლები ახალ სამალავში გადაიყვანეს 

მას შემდეგ, რაც ნიგერიის არმიამ მათ პოზიციებზე შეტევა განახორციელა ნიგერიელმა მეამბოხეებმა მათ ხელში მყოფი ბრიტანელი მძევლები ახალ სამალავში გადაიყვანეს. “ნიგერის დელტის თანასწორობისთვის მებრძოლი მოძრაობა” აცხადებს, რომ ნიგერიის საჯარისო ფორმირებებმა, მძევლების გამოხსნის მცდელობით გუშინ სამ გამაგრებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში. ნიგერიის პრესაში კი ნათქვამია, რომ რეიდის შედეგად მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი ადუმუ ჯორჯი დაიღუპა. ბრიტანელები ნავთობინდუსტრიიოს მუშაკები არიან. მეამბოხეები საცხადებენ, რომ მათ მძევლების მეამბოხეთა ერთ-ერთ დაპატიმრებულ ლიდერში ჰენრი ოკაში გაცვლა სწადიათ.