საერთაშორისო სასამართლო აცხადებს, რომ კონგოს ვიცე-პრეზიდენტი ჟან პიერ ბემბა გაუპატიურების მეთოდს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. დღეს სასამართლომ ბემბას ბრალი დასდო იმაში, რომ კონგოს ვიცე-პრეზიდენტმა შეიარაღებულ ფორმირებებს ცენტრალური აფრიკის მოსახლეობის წინააღმდეგ გაუპატიურების მეთოდის სისტემატიურად გამოყენების უფლება მისცა.
ბემბას დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ფორმირებები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანგე ფელიქს პატასემ მიიწვია მის წინააღმდეგ შეთქმულების ჩასახშობად. ბემბას ადვოკატები აცხადებენ, რომ შეიარაღებული ფორმირებების წევრები პატასეს მთავრობისგან იღებდნენ ბრძანებებს და, რომ პროკურატურამ ვერ შესძლო ბემბას წინააღმდეგ რეალური სამხილის მოპოვება. მიმდინარე კვირას ჰააგაში დაიწყება ბჭობა იმის შესახებ, არსებობს თუ არა რეალური სამხილები კონგოს ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ იმისთვის, რომ იგი სასამართლოს წინაშე წარსდგეს.