ევროპის ზოგ ქვეყანას რუსეთიდან ბუნებრივი აირის  მიწოდება შეუწყდა

ევროპის ზოგიერთ ქვეყანას რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ზოგს კი საგრძნობლად შეუმცირდა. ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის დავაა ბუნებრივი აირის ტარიფის გამო. ბულგარეთის ოფიციალური პირების განცხადებით უკრაინის გავლით ბულგარეთში, თურქეთში, საბერძნეთში მაკედონიასა და ხორვატიაში გაზის მიწოდება შეჩერდა. ავსტრია და ჩეხეთი მცირე რაოდენობით იღებს რუსეთის ბუნებრივ აირს. კიევში გამგზავრებამდე ,ევროკავშირის ქვეყნების დელეგაცია რუსეთში გეგმავს ვიზიტს ენრგო კრიზისზე სასაუბროდ. უკრაინული კომპანიის ნეფტოგაზის თავჯდომარის ოლეგ დუბინას განცხადებით, დავა ამ საკითხთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხუთშაბათისთვის დასრულდება. იგი რუსული კომპანიის გაზპრომის წარმომამადგენლებთან მოსკოვში შეხვედერას გეგმავს. რუსეთმა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება 221 მილიონი კუბამეტრიდან 92 მილიონი კუბური მეტრამდე შეამცირა გუშინდელთან შედარებით.