თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში დღეს ვიდეოხიდი
გაიმართა თბილისი - მოსკოვი: დიალოგის აღდგენის პრობლემები. ტელეხიდში თბილისიდან
მონაწილეობდნენ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და კონსერვატიული პარტიის ლიდერი
კახა კუკავა. მოსკოვს წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის
დირექტორი ვ.ფიოდოროვი, ეროვნული ენერგოუსაფრთხოების ფონდის დირექტორი კ.სიმონოვი,
ასევე პარტია”ქარტული პოლიტიკის” ლიდერი გოჩა ფიფია და ჯუმბერ კირვალიძე, რომლებიც
მოსკოვში მათივე განცხადებით შეხვედრებს მართავენ მოსკოვში მცხოვრებ აფხაზებთან,
ოსებთან და რუს პოლიტიკოსებთან .
რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის აღდგენაზე
მსჯელობისას ტელეხიდის მონაწილეებმა ურთიერთობების ახალ არქიტექტურაზე იმსჯელეს.
კახა კუკავა შეეხო საკითხს, თუ როგორ აისახება ურთიერთობების ახალი არქიტექტურა
საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე.
გარდა ამისა, პოლიტიკური თბილისისთვის აქტუალური
გახდა დღე აშშ-სა და საქართველოს შორის
სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რასაც, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით
ბაქრაძე არ ადასტურებს.
ჟენევაში უკვე იმყოფება ქართული დელეგაცია, სადაც
საერთაშორისო მოლაპარაკებები იწყება. ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე
ანონსის თანახმად, დააყენებს რეგიონალური უსაფრთხოებისა და დევნილთა დროული დაბრუნების საკითხს. რას
ელოდება ქართული ოპოზიცია ჟენევის მოლაპარაკებებიდან? ამ კითხვით ტელეხიდის
დასრულების შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერს კახა კუკავას მივმართე, რომელიც მიპასუხა,
რომ სერიოზულ შედეგებს ჟენევის მოლაპარაკებებიდან არ ელოდება.