ბარაკ ობამა ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას გეგმავს

პოლიტოლოგების აზრით, პრეზიდენტ ბუშის რვაწლიანი მმართველობის შემდეგ ურთიერთობა ევროპასა და ამერიკას შორის, ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის ლოდინის გამო გაურკვეველ მდგომარეობაშია;

“ბუშის პრეზიდენტობის პირველი წელი რთულად წარიმართა. ხოლო ერაყის ომმა ევროპასთან ურთიერთობა დაძაბა. თუმცა ჩემის აზრით ჯორჯ ბუშიმა პრეზიდენტობის მეორე ვადაში ამ ურთიერთობის ნორმალიზაცია მოხდა. ევროპელებს, ყოველ შემთხვევაში ევროპის ლიდერებს მასთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ. ბევრ საკითხში კი კოსოვოდან და საქართველოდან დაწყებული და საფინანსო კრიზისით დამთავრებული ევროპა და ამერიკა შეთანხმებულად მოქმედებენ”. ამბობს ვაშინგტონის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი ჩარლზ კუფჩანი.

კუფჩანი და სხვა ექსპერეტები თვლიან, რომ მიუხედავად ურთიერთობების დათბობისა ბუში ევროპის მოსახლეობის დიდ ნაწილში ძალზე არაპოპულარულია. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ევროპელები ბუშის პოლიტიკას “ან მომყევი და ან კი ჩამომეცალე” მიმართულების პოლიტიკად აღიქვავენ. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ ევროპელთა უმრავლესობა მიესალმება ბარაკ ობამას გამარჯვებას. წინასაარცევბნო კამპანიის მიმდინარეობისას ობამა ესტუმრა ევროპას და 24 ივლისს ბერლინში ორასი ათასი ადამიანის წინაშე გამოვიდა სიტყვით: “დიახ ამერიკასა და ევროპას შორის აღინიშნება განსხვავებული აზროვნება. ეჭვგარეშეა ის, რომ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა მომავალშიც იარსებებს. მაგრამ მსოფლიოს მოქალაქეობა ყველას გვაკავშირებს.

ხელისუფლების შეცვლა ვაშინგტონში ზემოთქმულს ვერ შეცვლის. ამ ახალ საუკუნეში ევროპელებსა და ამერიკელებს უფრო მეტის გაკეთება მოეთხოვებათ. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მხოლოდ თავისუფალ არჩევანს როდი წარმოადგენს. ეს აუცილებლობაცაა. ეს თანამშრომლობა ჩვენი უშიშროებისა და ჩვენი ადამიანობის დასაცავ ერთადერთ გზას წარმოადგენს”. განაცხადა მაშინ ბარაკ ობამამ.

პოლიტოლოგების აზრით, ევროპელების მხარდაჭერა ობამას მიერ ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედით აიხსნება: “ევროპელთა უმეტესობა თვლის, რომ ეს ადამიანი ჯორჯ ბუშისგან განსხვავებით, მათ საერთო ფილოსოფიას და შეხედულებებს იზიარებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროში. ობამას უფრო აქტივისტად აღიქვავენ. მას საგარეო პოლიტიკის სფეროში უფრო თავშეკავებულად და ნაკლებ უნუილატერალურად თვლიან. ასე აღიქვავს ობამას ადმინისტრაციას ევროპელტა დიდი ნაწილი”. გვეუბნება ვაშინგტონის ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი უეს მიტჩელი.

ბარაკ ობამას წრე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელის შეშლას, გაძლიერებულ რუსეთთან ურთიერთობის და იმის განსაზღვრას უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ამერიკამ საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლას. ასევე ისიც გადასაწყვეტია უნდა განლაგდეს თუ არა რაკეტსაწინაღო სისტემა ევროპაში.ექსპერტების აზრით ბარაკ ობამას გერმანიის კანცლერთან ძნელი მოლაპარაკების წარმართვა მოუწევს, რათა დაარწმუნოს იგი 2009 წელს ავღანეთში მეტი ჯარისკაცის გაგზავნის აუცილებლობაში. ამერიკის ხმა. . .

პოლიტ