ისრაელი იგნორირებას უხდენს გაეროს მიმართვას.გაერო მოითხოვს ისრაელისგან უფლება მისცეს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებაზე. ისრაელი თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის და ბლოკადას უხდენს პალესტინის ტერიტორიას.
დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ სიტუაცია რეგიონში უნდა დაწყნარდეს, სანამ საზღვრები კვლავ გაიხსნება. საზღვრის დახურვა განპირობებული იყო ერთი თვით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებსა და ჰამასის შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებების გამძვინვარების გამო.
გაეროს გენერალურმა მდივნმა ბან კი მუნმა ისრაელის პრემიერ მინისტრთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა თავისი შეშფოთება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბან კიმუნმა მოუწოდა ისრაელის ლიდერებს ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული ტვირთისა და გაეროს წარმომადგენლების ღაზას სექტორში გადაადგილებას. ამავე განცხადებაში აღნიშნულია ის, რომ პრემიერ მინისტრი ოლმერტი დათანხმდა სერიოზულად გადახედოს ბან კიმუნის მიმართვას. ბლოკადამ გამოიწვია პალესტინაში საკვებისა და საწვავის სიმცირე.