2008 წლის საპრეზიდენტო მარათონი ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით მოცული პროცესი გამოდგა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთერთ ყელაზე მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა.
ამერიკაში არჩევნებს რა თქმა უნდა სხვა დროსაც ჰქონია ადგილი. მას შემდეგ კი რაც ყველა ხმა დათვლილი იქნა ბოლო არჩევნების შემდეგ, ამერიკელები ერთად შეიიკრნენ და ქვეყნის საკეთილდღეოდ პრობლემების მოსაგვარებლად დაირაზმნენ.
20 იანვარამდე, როცა ბარაკ ობამა პრეზიდენტის ფიცს დადებს, ჯერ კიდევ რვა კვირა რჩება. გარდამავალ ეტაპზე, მან რაც შეიძლება სწრაფად უნდა დანიშნოს თეთრი სახლის წამყვანი კადრები, 14 მინისტრი, და კაბინეტისა თუ ცალკეული სამინისტროს ბევრი სხვა თანამშრომელი,რათა ქვეყნის მართვას პირველი დღიდანვე შეუდგეს. არჩევნების წინა დღეს, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მომავალი პრეზიდენტის ვინაობა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოსცა რამდენიმე განკარგულება, სადაც თავისი კაბინეტისა და აპარატის წევრებს თხოვს ძალაუფლების გადაცემის უმტკივნეული და ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად ყველა ღონე იხმარონ.
ახლა კი როცა არჩევნების შედეგები ცნობილია, თეთრი სახლის სხვადასხვა ოფისმა და ფედერალურმა უწყებებმა ბრიფინგების მომზადება დაიწყეს მომავალი პრეზიდენტის ახალი აპარატის წარმომადგენლებისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებენ, ისევე როგორც იმის შესახებ თუ როგორ მუშაობენ ეს სტრუქტურები. თუკი პრეზიდენტ ბუშის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები ინაუგურაციამდე დატოვებენ თავიანთ ადგილებს, სხვა სახელმწიფო მოხელეები მზად იქნებიან დამატებითი ვალდებულებები აიღონ თავის თავზე სანამ ახალი ლიდერები მოვლენ ქვეყნის სათავეში.
სახელმწიფო მიდვანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს რათა ახალი ადმინისტრაციის მმართველობაზე გადასვლა საგარეო პოლიტიკის დარგში შეუმჩნეველი იყოს. ორ თვიანი პერიოდი, რომელსაც ადგილი აქვს არჩევნებიდან ინაუგურაციის დღემდე, ბევრს რთულ პერიოდად აქვს წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ამდენი ეკონომიკური პრობლემაა ამერიკასა და მსოფლიოში.
ახალი პრეზიდენტის მოსვლა ამერიკის ხელისუფლების სათავეში და აღნიშნული პრობლემების მოგვარება, ნამდვილად ითხოვს წინასწარ დაგეგმვას. ამერკული დემოკრატიის სისტემა კი ამ მიზნის მისაღწევად საკმარის დროს და შესაძლებლობას იძლევა.