იაპონიის მედიაიტყობინება, რომ ჩრდილიოეთ კორეის ლიდერს
კიმ ჩენ ირს გასული თვის ბოლოს შესაძლოა ინსულტი მოუვიდა.
იაპონიის ტელემაუწყებლობამ თი- ბი-ეს-მა განაცხადა, რომ აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მათ აუწყა რომ გაჟონვის შედეგად კიმ ჯონგ ილს დაუქვეითდა მეტყველება და მარცხენა კიდურების მოძრაობის უნარი.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები ამ ფაქტს ვერ ადასტურებენ.
სამხრეთ კორეიდან მოპოვებული ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ინსულტი ჯერ კიდევ აგვისტოში ჰქონდა, მას შემდეგ იგი სახალხოდ არ გამოჩენილა. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა უარყოფს კიმ ჯონგ ილის ავადმყოფობის ფაქტს, ხოლო ანალიტიკოსები ვარაუდობენ , რომ ფხენიანი ცდილობს დაუმალოს თავის ხალხს და მსოფლიოს სიმართლე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ავადმყოფობის შესახებ.