ერაყის საპრეზიდენტო საბჭომ დაამტკიცა კანონი ერაყის პროვინციებში არჩევნების ჩატარების შესახებ

ერაყის საპრეზიდენტო საბჭომ დაამტკიცა კანონი ერაყის პროვინციებში არჩევნების ჩატარების შესახებ.

ამის ფონზე კი აშშ-ს სამხედროების განცხადებით ერაყში ტერორისტული ორგანიზაციის ალყაიდას 18 ეჭვმიტანილი დააკავეს.
ერაყში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის ოფიციალური განცხადების თანახმად , კოალიციურმა ძალებმა პატიმრობაში აიყვანეს ეჭვმიტანილი, რომელიც მათი თქმით ალყაიდას ტერორისტული ორგანიზაციის ადგილობრივი მეთაურია. კიდევ 2 ტერორისტი დააპატიმრეს სამხედრო ოპერაციის დროს ბეიჯიში.
კოალიციურმა ძალებმა დააკავა ირანიდან იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი. ოპერაციის სამიზნე გახდა ბაღდადის რუსაფას უბანში მოქმედი დამნაშავეთა ჯგუფის ლიდერი.