გაეროს კონფერენცია მსოფლიოში სურსათის ფასების ზრდას ეხება. სასურსათო კრიზისიდან გამომდინარე ამ კონფერენციის მოწყობა ძალზე დროულია. კონფერენცია მიზნად შიმშილთან საბრძოლველად საერთაშორისო ძალების მობილიზებას ისახავს მიზნად. სურსათის ფასების მომატება, საწვავის და საერთოდ ენერგიის გაძვირებას დაემთხვა. ამ პროცესმა ბევრ ქვეყანაში სურსათის ნაკლებობა გამოიწვია. გაერო აცხადებს, რომ გადამჭრელი ზომების არ მიღების სემთხვევაში მსოფლიოს ოცდაორი ქვეყნის მოსახლეობას შიმშილი ელის. ამ ოცდაორიდან თვრამეტი ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. საკვებით უზრუნველყოფა საერთაშორისო საზრუნავს წარმოადგენს. შეერთებული შტატები გაეროსთან, დიდ რვიანთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა პარტნიორებთან ერთად იღწვის პრობლემის მოსაგვარებლად. შეერთებულმა შტატებმა სურსათის მსოფლიო ფასების დასაწევად უკვე გადადგა ნაბიჯი. ამერიკა მიმდინარე და მომდევნო წელს, მთელს მსოფლიოში შიმშილთან საბრძოლველად ხუთ მილიარდ დოლარს გაიღებს. 2001 დან 2006 წლამდე მსოფლიო სასურსათო დახმარების ნახევარი ამერიკამ გაიღო. გულუბრლყვილობა იქნება იმის გაფიქრება, რომ ამ სერიოზული პრობლემის მოგვარებას ერთი საერთაშორისო შეხვედრა ეყოფა. სხვადასხვა ფაქტორებმა, მაგალითად სურსათის მოხმარებისა და ენერგის ღირებულების გაზრდამ და მსოფლიოს ზოგ რეგიონში გვალვამ შეუწყო ხელი კრიზისს. ამ პრობლემების გადაწყვეტა აუცილებლობას წარმოადგენს. სამიტი მსოფლიო ლიდერებს თავს უყრის ამ მნიშვნელოვან ფორუმზე. რათა მათ საერთო სტრატეგია შეიმუშაონ და გრძელ და მოკლევადიანი მოქმედების გეგმა შეიმუშაონ. შეერთებული შტატები მიზანდასაახულად აპირებს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს ლიდერობას.