ერაყი არ დაუშვებს საკუთარ საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევას

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ მეზობელ ქვეყნებს ტერორიზმის ფესვების აღმოფხვრისკენ მუწოდა. ტერორისტებმა ვეღარ უნდა მოახერხონ ერაყში შეღწევა. ერაყი არ დაუშვებს საკუთარ საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევას.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით ბასრაში მიმდინარე ბრძოლებმა ერაყის სამთავრობო ძალებსა და ირანის მიერ გაწვრთნილ შიიტურ მილიციას შორის კიდევ ერთხელ დაადსტურა თეირანის დესტრუქციული როლი ერაყში მიმდინარე პროცესებში.

ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-ალიქის ინიციატივით ბასრაში სამხედრო ოპერაცია ჩატარდა კანონგარეშე დარჩენილ შეიარაღებულ პირთა წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა შემდეგი განცხადება გააკეთა:” ახლა ერაყის მთავრობაში მყოფი შიიტებისთვის თვალსაჩინო გახდა ირანის დამღუპველი გავლენა ქვეყნის სამხრეთში სადაც ერაყის ეკონომიკური ცენტრი მდებარეობს.”

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში სტივენ ჰადლეი აცხადებს, რომ ბასრაში განვითარებულმა სისხლიანმა დაპირისპირებამ ერაყის შეიარაღებულ ძალებსა და შიიტ ექსტრემისტებს შორის თვალი აუხილა ერაყელებს ირანის ჭეშმარიტი მიზნების შესახებ:” ირანელები ერაყელებს დივერსანტებად ამზადებენ, რომლებიც შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან და ამერიკელების, ერაყის შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ანხორციელებენ თავდასხმებს. ამჯამად ერაყის სამხრეთში უკანონო მილიცა მოქმედებს, რომლებიც კრიმინალურ ელემენტებთან ერთად ერაყელ ხალხს ატერორებენ.”

პენტაგონის წარმომადგენელის ჯეფ მორელის განცხადებით ერაყის მოძმე არაბული სახელმწიფოები კმაყოფილებით შეხვდნენ ერაყის ხელისუფლების გადაწყვეტილებას შიიტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შესახებ:” ერაყის მეზობელმა არაბულმა სახელმწიფოებმა პირველად დაინახეს ერაყის მთავრობის მისწრაფება დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ახლა ისინი აღარ მიიჩნევენ ერაყის დღევანდელ მთავრობას რაღაც სექტანტურ გაერთიანებად, რადგან სულ უფრო აშკარა ხდება მისი მზადყოფნა დაიცვას ერაყის სახელმწიფო.”

პრეზიდენტ ბუშის განცხადებით ირანმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს ერაყში. თუ თეირანი ერაყთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ნაცვლად გააგრძელებს ცეცხლზე ნავთის დასხმას მაშინ ამერიკა დაიცავს თავის ინტერსებს და არავის დააჩაგვრინებს ერაყელ მეგობრებს.