პაკისტანში მეამბოხებმა თავდასხმა განახორციელეს სასწრაფო დახმარების მანქანაზე. მოკლულია 6 კაცი. პაკისტანის ძალოვანი სტრუქტურების განცხადების თანახმად მეამბოხეებმა ავღანეთის საზღვრის შორიახლოს დაცხრილეს სასწარაფო დახმარების მანქანა რომელიც კურამის ტომის ტერიტორიაზე მოძრაობდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ამ თავდასხმის მოტივი .
ამ ფონზე პაკისტანის პოლიციამ განაცხადა რომ დაკავებულია ქალაქ ლაჰორში კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაში ორი ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ რომ ამ ტერატქებს ადგილი ჰქონდა ამ თვის დასაწყისში. დაიღუპა 28 კაცი.