ხუთი წელი გავიდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების თაოსნობით სამხედრო კოალიციის ჯარები ერაყში სეიჭრნენ და სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს. ომის დაწყებიდან ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ სადამის დაუნდობელი რეჟიმის დამხობამ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა როდი დაასრულა. ახლა ეს ძალები ერაყის ახალი დემოკრატიის განადგურებას ცდილობენ. ამ ძალთა სორის ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლი და შიიტი ექსტრემისტებიც მოიაზრებიან. ბატონი ბუშის თქმით მრავალ მათგანს იარაღით ირანი ამარაგებს:

“ახალი ხალხითა და ახალი რესურსებით მომარაგებული ტერორისტული მოძრაობა კიდევ ნუფრო აქტიურად ეცდება რეგიონის ხელში ჩაგდებას და ამერიკისთვის ზიანის მიყენებას. თუ ალ-ყაიდა ერაყის ნავთობის საბადოებს ჩაიგდებს ხელში, მაშინ სანუკვარ ოცნებასაც აისრულებს და მასობრივი მოსპობის იარაღს მოიპოვებს. რასაც ამერიკისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებენ. ირანიც მასობრივი მოსპობის იარაღის მოპოვებასა და რეგიონში ბატონობას ეცდება”. განაცხადა პრეზიდენტმა.

ჩვენი თანამშრომლისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ იგი ურჩევს ირანს, რომ ერაყში ექსტრემისტებისთვის დახმარების აღმოჩენა შეწყვიტოს:

“შეაჩერეთ იარაღის მიწოდება. იციოდეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოგეთხოვებათ. ერაყის ტერიტორიაზე დაკავებულთ, რომლებიც ირანიდან იარაღის შემოტანაში იქნებიან ბრალდებულნი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა ელით”. განაცხადა პრეზიდენტმა.

ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ის, რომ ირანსა და ერაყს ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი მეზობლები არიან. მაგრამ ეს ურთიერთობა ირანის მხრიდან სხვაგვარად უნდა ვითარდებოდეს.

პრეზიდენტის თქმით, ამერიკა გააგრძელებს ბრძოლას ერაყში არსებული ექსტრემიზმის წინააღმდეგ და ერაყელ ხალხს ახლო აღმოსავლეთის შუაგულში დემოკრატიული საზოგადოების შენებაში დაეხმარება. ამით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ახლო არმოსავლეთში ტერორიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს და რომ რეგიონის მომავალი თავისუფლებაში ძევს. დაასრულა სიტყვა პრეზიდენტმა.