პრეზიდენტი ბუში ირანს ბირთვული საწვავის გამდიდრების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
ამერიკის ხმის სპარსული განყოფილების თანამშრომელმა სეტარე დერაკშეშმა ინტერვიუ ჩამოართვა ბატონ ბუშს.
“ბატონო პრეზიდენტო, როგორც იცით ახლა ირანული ახალი წელი ნოვრუზი დგება. რას უსურვებდით ირანელებს ეკონომიკური სიდუხჭირიaსა და მათი კუთვნილი თავისუფლებების შეზრუდვის პრეიოდში”. დაუსვა კითხვა ქალბატონმა დერაკშეშმა პრეზიდენტს.
“პირველ რიგში “ნოვრუზ ა ტან მუბარაკ”, სპარსულად მიულოცა ირანელებს ბატონმა ბუშმა. “მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკელები ირანელ ხალხს, მათ ტრადიციებს, ქვეყნის დიად ისტორიას პატივს მიაგებენ. ჩვენ ირანის ხელისუფლებასთან ვერ ვთანხმდებით, ხალხთან კი არაფერი გვაქვს გასაყოფი. ჩვენ გვინდა, რომ ირანელები თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ. ჩვენ გვწამს, რომ რაც უფრო თავისუფალია საზოგადოება, იგი მით უფრო მშვიდობიანადაა განწყობილი. მე მინდა ირანელ ხალხს განვუცხადო, რომ მათ არ დაუჯერონ იმას თითქოს ამერიკელებს ისინი არ უყვარდეს. იმიტომ, რომ სინამდვილეში ჩვენ ისინი გვიყვარს და პატივს ვცემთ”. განაცხადა ბატონმა პრეზიდენტმა.
კითხვაზე თუ რას ეტყოდა პრეზიდენტი ირანის რეჟიმს, ბატონმა ბუშმა უპასუხა, რომ იგი რეჟიმს მოახსენებს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვნებს ირანელებს. “მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრების პროცესს. ეს კი ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. არადა ირანის ლიდერებმა იციან თუ რის გაკეთებაა აუცილებელი ქვეყნის წინსვლისთვის. მათ უბრალოდ უნდა სეწყვიტონ ურანის გამდიდრების პროცესი და გაეროს უშიშროების საბჭოსთან ახალი სახის ურთიერთობა დაამყარონ”. სთქვა პრეზიდენტმა.
ქალბატონ დერაკშეშის კითხვაზე თუ რა გამოსავალს ხედავს პრეზიდენტი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. ბატონმა ბუშმა უპასუხა, რომ პრობლემის ნაწილს ის წარმოადგენს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ ენდობა ირანის ხელისუფლებას და არ სჯერა იმისა, რომ ირანი ბირთვულ სამუშაოებს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებს, იმიტომ, რომ თეირანი არ იძლევა სრულ ინფორმაციას ამ სამუშაოების თაობაზე.
“ასე მაგალითად რუსეთმა ირანს საინტერესო წინადადებით მიმართა. მე მინდა, რომ ირანელმა ხალხმა იცოდეს ის, რომ ირანი სუვერენული ქვეყანაა და მას ჩემი რწმენით ბირთვული ენერგიის ქონის უფლება აქვს. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ირანი ბირთვული პროცესის შესახებ ინფორმაციას არ ხდის საჯაროს. რუსეთმა ირანს უკვე გამდიდრებული ურანის მიწოდება შესთავაზა. ეს პრობლემას მოხსნის. ირანს ურანის გამდიდრება აღარ დასჭირდება და ქვეყანა იაფ ელექტროენერგიას მიიღებს. მე ამ იდეას მხარს ვუჭერ”. უპასუხა კითხვას ბატონმა ბუშმა.
დაეთანხმებოდით თუ არა ურანის გამდიდრების პროცესის ირანში არსებობას, იმ შემთხვევაში თუ თეირანი საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა? იყო კითხვა პრეზიდენტისადმი.
“მე დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, რომ ირანსი არავითარი საიდუმლო პროგრამა არ ხორციელდება. ქვეყანას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცრუოდა, ასევე დიდი დრო ესაწიროება იმისთვის, რომ გატეხილი სახელი აღიდგინოს და მის მომავალ მტკიცებულებებს ნდობა გამოუცხდონ. ამ ეტაპზე კი ირანი ასეთ ნდობას არ იმსახურებს”. უპასუხა პრეზიდენტმა ბუშმა.
ირანში რთული ეკონომიკური სიტუაციაა. უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია. ფასები იზრდება. ხელისუფლება არ ასრულებს დანაპირებს. გაეროს უშიშროების საბჭომ სულ ახლახანს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღო. როგორ თვლით, ასეთ მდგომარეობაში ძალუძს თუ არა ირანის რეჟიმს ქვეყანაში ანტიამერიკული დამოკიდებულების გაღვივება. გაშფოთებთ თუ არა ეს თქვენ? დაუსვა კითხვა პრეზიდენტს ქალბატონმა დერაკშეშმა.
პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რა თქმა უნდა ეს მას აშფოთებს, რომ ხალხს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების უფლება არ ეძლევა.
“ყოველთვის, როდესაც ირანის ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს ვერ ასრულებს ამაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. რა თქმა ჩვენ ეს გვაშფოთებს. ირანელები უნდა მიხვდნე იმას, ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობის აერსებობა სწორედ ქვეყნის მთავრობის ბრალია. იმის ბრალია, რომ მათი ხელისუფლება ბირთვული იარაღით სხვა ქვეყნების განადგურებას ისახავს მიზნად”. აღნისნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე თუ რას იტყოდა იგი ერაყის შესახებ, ომის დაწყებიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იგი ძირითადად კმაყოფილია მოვლენების განვითარებით, ერაყში კონსტიტუციის მიღებით, არჩევნების ჩატარებით და იმით, რომ ერაყში დემოკრატია წინ მიიწევს. “თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ირანი ერაყში მოქმედ ექსტრმისტებს უმართავს ხელს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. რა თქმა უნდა ამით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილნი”. სთქვა პრეზიდენტმა.
ერაყის საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ამერიკისა და ირანის წარმომადგენლებმა შეხვედრა მოაწყეს. ირანის დისიდენტთა ნაწილი შიშობს, რომ ასეთი კონტაქტები შეიძლება უფრო გაღრმავდეს და ამერიკის მხრიდან ირანში არსებულ სიტუაციაზე რეაგირების შესუსტებას შეუწყოს ხელი. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით? იყო კითხვა.
“ჩემის აზრით ირანელი რეფორმატორები ძალზე გულადი ხალხია. მათ ჩემზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავთ. მე უფალს მათი ღვაწლის დალოცვას შევთხოვ. მათ საქმიანობას არავითარი საშიშროება არ ელის. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის საუბრები მხოლოდ ერაყს შეეხება და სხვა არაფერს. ჩევენ თეირანს ვაფრთხილებთ, რომ თუ ექსტრემისტების დახმარებას არ შეწყვეტს ამს ჩვენი მხრიდან გამოპასუხება მოჰყვება ერაყში. ყველა ის ვინც ირანიდან ერაყში იარაღის შედინებას უწყობს ხელს მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება”. დაასრულა საუბარი პრეზიდენტმა ბუშმა.