ერაყის ომის დაწყებიდან ხუთი წელი გავიდა

რა შედეგები მოუტანა მან შეერთებულ შტატებს?

2003 წლის სემდეგ შეერთებული სტატების წინააღმდეგ დემონსტრაციების მოწყობა ჩვეულებრივ საქმედ გადაიქცა. თანაც ეს დემონსტარციები მხოლოდ იმ ქვეყნებში არ ეწყობა, რომლებიც ისტორიულად არიან დაპირისპირებულნი ამერიკასთან. ერაყის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციები ამერიკის მოკავშირე კანადაში, ბრიტანეთში, გერმანიასა და იაპონიაშიც კი ეწყობა.

“შეერთებული შტატების იმიჯი სულ უფრო უარესდება. უარესდება არაბულ სამყაროს დამოკიდებულება შეერთებულ შტატებთან”. ამბობს არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალური მდივანი ამრ მუსა.

არაბ მოკავშირეებს აწუხებთ ის, რომ ერაყში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, პატიმრების ჩაგვრა ის, რომ ერაყში მთავრობას შიიტები აკონტროლებენ და რომ შიიტებს ირანი უწევს დახმარებას. შედეგად ამერიკა აღარ აღიქმება მსოფლიოს ლიდერად კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში:

“ერაყის ომმა, აბუ ღაიბის საპყრობილემ ზიანი მიაყენა შეერთებული შტატების იმიჯს”. ამბობს გვინეელი ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი მამადი კაბა.

ომი პოპულარობით არ სარგებლობს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც მხარი აუბეს ამერიკას და ერაყში საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნეს:

“ყოველთვის, როდესაც ამერიკა სამხედრო ოპერაციას იწყებს იგი მსოფლიოს ჟანდარმივით მოქმედებს”. გვეუბნება ერთ-ერთი ლონდონელი.

ვაშინგტონის პიუს ცენტრი, ამერიკის მიმართ დამოკიდებულებას მსოფლიოში, თორმეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის დახმარებით ადევნებს თვალს:

“2001 წლის სემდეგ მთელს მსოფლიოში აღნიშნული ანტიამერიკული დამოკიდებულების გაღვივების მთავარ მიზეზად სწორედ ერაყის ომი შეიძლება ჩაითვალოს”. ამბობს ცენტრის პრეზიდენტი ენდრიუ კოუტი.

ანტიამერიკული დემონსტრაციების მთავარ სამიზნედ ხსირად პრეზიდენტი ბუში გვევლინება. თუმცა გლობალურად თავად შეერთებული შტატებსაც აკრიტიკებენ:

“ჩემის აზრით ახლა ბრიტანეთსი საკმაოდ მიღებულია ანტიამერიკული განწყობა და ამის მიზეზად ერაყის ომი მიმაჩნია”. ამბობს ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის ექსპერტი ინგლის-ამერიკის ურთიერთობების დარგში მარკ გლენსი.

ზოგი, მაგალითად კაიროელი ტაქსისტი საად ავადი თვლის, რომ ამერიკას ჯერ კიდევ ზალუძს საკუთარი იმიჯის გამოსწორება. “ამისთვის ამერიკამ ერაყის ოკუპაცია უნდა დაასრულოს და თავად ერაყელებს მიანდოს მატი ქვეყნის ბედის განსაზღვრა”. მისი თქმით ის რაც ერაყში ახლა ხდება მთლიანად ამერიკის ოკუპაციის ბრალია.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ერაყიდან ჯარს დაუყონებლივ გამოიყვანს ხელსაყრელი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში:

“უდაოა, რომ თუ ამერიკა ერაყში წარმატებას მიაღწევს, ეს ბევრის შეხედულებას შეცვლის. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, თუ როგორი წესებით ვთამაშობთ და რომ ჩვენი ზალაუფლება სევინარჩუნოთ”. ამბობს ენდრიუ კოუტი. მისი თქმით, თუ ერაყში სტაბილურობა და დემოკრატია მოიკიდებს ფეხს და ამერიკული კონტინგენტის დიდი ნაწილი შინ დაბრუნდება, მსოფლიოს გაბრაზება ერაყის თაობაზე შესუსტდება.

ამერიკის ორივე პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები აცხადებენ, რომ თეტრი სახლის მანდატის მოპოვებისთანავე ერაყის ომი მათი მთავარი საზრუნავი გახდება.