ამერიკის მიერ მიღებული ეკონომიკური სანქციები

როგორ იღებს შეერთებული შტატები ეკონომიკურ სანქციებს არასასურველი რეჟიმებისა და ინდივიდების წინააღმდეგ?

როდესაც გასული წლის სექტემბერს, ბირმის სამხედრო ხუნტამ პროდემოკრატიული დემონსტრაცია დაარბია, შეერთებულ შტატებს ბირმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უკვე ათი წლის განმავლობაში ჰქონდა შემოღებული.

მიმდინარე წლის თებერვალს ამერიკამ ახალი სანქციები მიიღო ბირმისა და ხუნტასტან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ:

“ჩვენ არ ვიცით რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ სანქციებმა. მაგრამ ეს სანქციები ქვეყნის ეკონომიკას დაასუსტებს და ხუნტის იზოლაციას შეუწყობს ხელს. საბოლოოდ ისინი შეიძლება მიხვდნენ, რომ ქვეყნის გახსნაა საჭირო”. ამბობს თეთრი სახლის პრეს-მდივანი დენა პერინო.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იყენებს სანქციებს ზეწოლის განსახორციელებლად. ზოგჯერ სანქციები დადებით შედეგებს იძლევა. მაგალითად სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ შემოღებულმა საერთაშორისო სანქციებმა აპარტეიდის დასრულებას შეუწყო ხელი.

თუმცა ზოგჯერ სანქციები სასურველ შედეგს ვერ იძლევა. ასე მაგალითად შეერთებული შტატების მიერ კუბის წინააღმდეგ დაახლოებით ორმოცი წლის წინ შემოღებულმა სანქციებმა ფიდელ კასტროს რეჟიმს მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა.

სანქციების შემოღების მაკრიტიკებლები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში სანქციები მხოლოდ უბრალო ხალხს ავნებს და არა ქვეყნების ლიდერებს:

“ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციას ვფლობთ იმის შესახებ თუ რა შედეგი გამოიღო 1990 იან წლებში ერაყის წინააღმდეგ სანქციების შემოღებამ და 2003 წლეს ერაყში შეჭრამდე რა ზიანი მიაყენა ამ სანქციებმა ბავშვების ყოფას? რა რიგ გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობა? ფიქრობენ, რომ ეს ციფრი ასსა და ხუთას ათასს შორის მერყეობს. უდანაშაულოთა დიდი რაოდენობა უსამართლოდ დაისაჯა”. აცხადებს ვაშინგტონში მდებარე კატოს ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის განყოფილების უფროსი ტედ გელენ კარპენტერი.

საგარეო პოლიტიკის ზოგი ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ამ სანქციების ფუჭად ჩავლამ გადააწყვეტინა ამერიკას ერაყის წინააღმდეგ ზეწოლის სხვა გზების ძებნა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის კონტრტერორიზმის საკითხთა ექსპერტი მაიკლ ჯეიკობსონი ამბობს, რომ ბოლო დროს შეერთებული შტატები უპირატესობას ეგრეთწოდებულ “ჭკვიანურ სანქციებს” ანიჭებს, რომლებიც კერძო პირების პირად ეკონომიკურ ინტერესებს იღებს სამიზნედ.

მაგალითად 1995 წელს შეერთებულმა შტატებმა ამერიკულ კომპანიებს ირანთან საქმიანობა აუკრძალა. ხოლო 2005 წლელს კი ამერიკამ სანქციები ირანის მთავრობის იმ ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგაც შემოიღო, რომლებიც მასობრივი მოსპობის იარაღის გავრცელებასი იყვნენ შემჩნეულნი.

მიუხედავად ამისა ირანთან მიმართებაში სანქციების შემოღებამ სასურველი შედეგი ვერ განმოიღო და თეირანი ურანის გამდიდრებაზე მუშაობას აგრძელებს. თუმცა ჯეიკობსონის თქმით, ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში ქვეყნის წინაარმდეგ მიმართულმა ეკონომიკურმა სანქციებმა გაამართალა და მაკაუს ბანკში ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი ოცდახუთი მილიონის გაყინვამ, ფხენიანი აიძულა, რომ ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დათანხმებულიყო.

სხვა ექსპერტები თვლიან, რომ კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული სანქციებიც არ არის მაინც და მაინც ეფექტური:

“ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული სანქციები უფრო ეფექტური იქნება. წარმატების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ან იგივეა და ან კიდევ უფრო მცირეც კი ვიდრე ჩვეულებრივი სანქციების შედეგების მაჩვენებელი. მიუხერდავად ამისა თუ თქვენ შესძლებთ და ელიტას მათ საბანკო ანგარიშებს გაუყინავთ, მათ შვილებს შვეიცარიის სკოლებში სწავლას აუკრძალავთ, მათ მოგზაურობას შეზღუდავთ და კიდევ ბევრ სხვა რამეში შეუშლით ხელს, სხვა თუ არაფერი თქვენ ამ ქმედებით ყოველ შემთხვევაში უბრალო ხალხს მაინც არ დააზარალებთ. ანუ ამ შემთხვევაში ასეთ სანქციებს ცუდი მხარე არ აქვს”. ამბობს ვაშინგტონის პეტერსონის ინსტიტუტის სანქციების ექსპერტი გერი ჰაფბაუერი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა თუ როგორაა გამოყენებული სანქციები, ისინი წარმატებას მხოლოდ სამიდან ერთ შემთხვევაში აღწევენ:

“დიპლომატია ფეხბურთი არ გეგონოთ, სადაც გამარჯვება და წაგება ნათელია. სანქციების მიერ მიღწეული შედეგის ამოცნობა ზოგჯერ ძალზე ძნელია”. ამბობს ბატონი ჰაფბაუერი.

მისი თქმით, სანქციები მაშინაა ყველაზე ეფექტური, როდესაც ისინი საკმაოდ საშუალო სიძნელის მიზნის მიღწევას ემსახურება. ასე მაგალითად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და არა ქვეყნის მთავრობის შეცვლას.