პაკისტანის სახალხო პარტიის ერთერთ ლიდერს მექრთამეობისა და კორუფციის ბრალდება მოუხსნა

პაკისტანელი ადვოკატები აცხადებენ რომ პაკისტანის სასამართლომ პაკისტანის სახალხო პარტიის ერთერთ ლიდერს მექრთამეობისა და კორუფციის ბრალდება მოუხსნა.

ამჟამად პარტიის ლიდერს, ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ბრალდებაა წაყენებული. პაკისტანის პრეზიდენტის მიერ პერვეზ მუშარაფის მიერ გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე გასულ კვირას სასამართლომ ზარდარის წინააღმდეგ ხუთი ბრალდება მოხსნა.

ამავე ამნისტიამ განძევებაში მყოფ ზარდარს და მის მეუღლეს, აწ გარდაცვლილ, პაკისტანის ყოფილი პტრემიერ მინისტრს ბენაზირ ბჰუტოს პაკისტანში დაბრუნების საშუალება მისცა.

სასამართლომ ასევე გასცა ბრძანება ზარდარის გაყინული ანგარიშების გათავისუფლების შესახებ. ბატონის ზარდარი ასევე წლების განმავლობაში ეჭვმიტანილია ბენაზირ ბჰუტოს ძმის მურთაზა ბჰუტოს მკვლელობაში.

შეგახსენებთ რომ გასულ შაბათს საპარლამენტო არჩვნებში გამარჯვების შემდეგ ზარდარის პარტიამ და პაკისტანის მუსლიმთა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ.