დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. თითქმის გარდაუვალია, რომ ამ პოსტზე ვლადიმირ პუტინის პროტეჟეს დიმიტრი მედვედევს აირჩევენ. პუტინს რუსეთის კონსტიტუცით მესამედ კენჭისყრა ამ პოსტზე ეკრძალება. მედვედევი პირობას დებს, რომ პუტინი მის მთავრობაში დიდ ტანამდებობას დაიკავებს. წინასწარი მონაცემებსი მიხედვით, ექსპერტები თვლიან, რომ მედვედევი ხმების სამოც პროცენტზე მეტის დაგროვებას შესძლებს. რუსეთის ოპოზიციამ არჩევნები დაგმო და მათ ფარსი უწოდა. ევროპის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ორგანიზაციამ ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთის არჩევნებს.