სერბეთის უშიშროების სამსახური ცდილობს იმის დადგენას, თუ რატომ ვერ შესძლო ბელგრადის პოლიციამ, გასულ კვირას შეერთებული შტატების საელჩოზე ანტიამერიკული დემონსტრაციის მონაწილეების მიერ განხორციელებული თავდასხმის თავიდან აცილება. დემონსტრაციის მონაწილეები დასავლეთის რიგი სახელმწიფოების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას აპროტესტებდნენ და ამ ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობებთან აქციებს მართავდნენ. დღეს სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის ჩატარება მოითხოვა. მოპროტესტეებმა შეერთებული შტატების საელჩოს ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ამ თავდასხმაში ერთი ადამიანი დაიღუპა.
ხოლო ასობით კი ძალადობაში დაშავდა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მძაფრად გააკრიტიკეს სერბეთი და დიპლომატებისთვის უკეთესი თავდაცვის გარანტიის მიცემა მოითხოვეს. კოსოვოს დამოუკიდებლობა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის უძლიერესმა ქვეყნებმა უკვე აღიარეს. პოლონეთმა ფორმალურად კოსოვო დღეს აღიარა. ამ დროს კი დაახლოებით ათმა ათასმა ბოსნიელმა სერბმა საპროტესტო აქცია მოაწყო კალაქ ბანია ლუკაში.