ცვლილებები კუბაში

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ კუბის დიქტატორის ფიდელ კასტროს გადადგომა კუნძულზე დემოკრატიული ჩვლილებების იმედს სახავს:

“ეს გადადგომა, ეს გარდამავალი პერიოდი, საბოლოოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. დიახ მე ნამდვილად სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ვგულისხმობ და არა ისეთებს, როგორებსაც ძმები კასტროები მართავენ ხოლმე იმის საჩვენებლად, რომ კუბაში ვითომდა დემოკრატია არსებობს”. სთქვა პრეზიდენტმა ბუშმა.

ფიდელ კასტრო კუბის ხალხს თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში რეპრესიების მეშვეობით მართავდა რევოლუციურ ბრძოლაში გამარჯვებული კასტრო ქვეყნის სათავეში 1959 წელს მოვიდა და მალე აბსოლუტურ დიქტატორად გარდაიქმნა. იგი ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მოკავშირე გახდა და კუბაში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა. კუბას დღესაც ეს რეჟიმი მართავს.

ამ წლების განმავლობაში ფიდელ კასტროს განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ და დემოკრატიული ცვლილებებისთვის ნების დართვისკენ. ფიდელის მთავრობა მედიას მკაცრად აკონტროლებს. სდევნის და აპატიმრებს პროდემოკრატიულ აქტივისტებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. დისიდენტებს სამართლიან სასამართლოზე ხელი არ მიუწვდებათ, ამ ხალხს მიკერძოებულად ასამართლებენ და საპყრობილეებში მათ სიცოცხლეს საშიშროება ემუქრება. კუბელებს მთავრობის შეცვლის შესახებ საუბარიც კი ეკრძალებათ.

2003 წლის მარტში სამოცდათხუთმეტი დამოუკიდებლად მოაზროვნე, ჟურნალისტი, ბიბლიოთეკარი და მეცნიერი დაატუსაღეს. ბევრ მათგანს მხოლოდ მათი კუთვნილი უფლების გამოყენების გამო ოცდახუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ ფიდელ კასტროს გადადგომის შემდეგ კუბის მთავრობის პირველი ნაბიჯი ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება უნდა იყოს:

“მე ზოგ პატიმართა ოჯახის წევრებს შევხვდი გული ჩაგწყდება, როცა წარმოიდგენ, რომ ხალხი ციხეში მხოლოდ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ჩააგდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ფიდელ კასტროს რეჟიმის ქვე3შ იტანჯებიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ციხეში რწმენის გამო იმყოფებიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებცაც თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების უფლება წაართვეს”. არნიშნა ბატონმა ბუშმა.

“ახლა, როდესაც ფიდელ კასტრო გადადგა”. გააგრძელა პრეზიდენტმა. “საერთაშორისო საზოგადოებრიობა კუბის ხალხს დემოკრატიული ინსტიტუტების აღშენებაში უნდა დაეხმაროს. ჩვენ კუბას ასეთ დახმარებას გავუწევთ. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კუბის ხალხმა თავისუფლება იგემოს”. დაასრულა გამოსვლა ბატონმა ბუშმა.