ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია ხორციელდება

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე თოვლიან, მთიან რეგიონებს თურქი სამხედროები პატრულირებენ. იქ, როგორც იცით, უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს სახმელეთო ოპერაცია ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ.

ერაყის ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელობამ თურქეთი გააფრთხილა მშვიდობიანი პირების წიმააღმდეგ არ გააჩაღოს სამხედრო ოეპრაცია. თუკი ასეთი რამ მოხდა, მაშინ, ქურთისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ადგილი ექნება ფართო მასშტაბიან დაუმორჩილებლობას ქურთი მოსახლეობის მხრიდან.

ხუთშაბათს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის მშვიდობიან მოსახლეობას შორის. თუმცა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი აცხადებს, რომ თურქმა ჯარისკაცებმა ხუთი ხიდი გაანადგურეს.