ვიზიტისას იგი ბენინს, ტანზანიას, რუანდას, განასა და ლიბერიას ესტუმრება. თუმცა პრეიზედნტის ვიზიტი შეიძლება დროებით გადაიდოს წარმომადგენელთა პალატის მიერ, რომელსაც დემოკტრატები აკონტროლებენ, შეერთებულ შტატებში ზედამხედველობის პროგრამაზე მიღებული კანონის ხელმეორედ სანქციონირებას წინააღმდეგობის გამო . კანონს ვადა შაბათს გასდის.
გუშინ ვაშინგტონის აფრიკული ხელოვნების მუზეუმში ასიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა ისაუბრა აფრიკის დიდი პოტნეციის შესახებ და ამერიკის ძალისხმევის შესახებ იქ მძვინვარე მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად..
პრეზიდენტმა ბუშმა ასევე წამოაყენა წინადადება აფრიკაში აივის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის 30 მილიარდი დოლარის ოდენობის ხუთწლიანი პროგრამა.
ბუშმა იქვე აღნიშნა რომ იგი სუდანში აფრიკის კავშირის სამხედრო კონტინგენტთან ერთად გაეროს ძალების შეყვანის დაჩქარების საკითხსაც განიხილავს.