რუსეთი იმუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა პოლონეთი, ჩეხეთი და უკრაინა რომ ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგების შემთხვევაში ეს ქვეყნები რუსული რაკეტების სამიზნე გახდებიან.

ბატონმა პუტინმა ასევე აღნიშნა რომ რუსეთს არ სურს დასავლეთთან დაპირისპირება და თუ იძულებულს არ გახდიან არცერთ სახელმწიფოს არ დაუმიზნებს თავის სტრატეგიულ რაკეტებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით მას არა აქვს გარანტირებული პრემიერ-მინისტრის პოსტი რუსეთის მომავალი პრეზიდენტის მინისტრთა კაბინეტში.