პრეზიდენტი ბუში აფრიკაში ჩასვლას გეგმავს

დღეს ვაშინგტონის აფრიკული ხელოვნების მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა მისი აფრიკაში გამგზავრების ძირითად მიზნებზე ისაუბრა.

პრეზიდენტი ხვალ გაემგზავრება და ბენინს, ტანზანიას, რუანდას, განასა და ლიბერიას ესტუმრება. პრეზიდენტის მრჩეველმა სტივენ ჰედლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მომაკვდინებელ დაავადებებთან ბრძოლას და აფრიკის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას ისახვას მიზნად. ბატონი ბუში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შიდსთან საბრძოლველად ოცდაათი მილიარდი დოლარის გაღების წინადადებით გამოვიდა.

ბატონი ბუში აგრეთვე სუდანში აფრიკის კავშირის სამხედრო კონტინგენტთან ერთად გაეროს ძალების შეყვანის შესაძლებლობასაც განიხილავს.