შეერთებულ შტატების საელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ მილიბანდი დღეს მოულოდნელად ავღანეთს, კერძოდ კი ყანდარის პროვინციას ეწვივენენ, სადაც წარსულში თალიბები იყვნენ გამაგრებულები. რაისისა და მილიბადნის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად ყანდაარის პროვინციაში მათი ვიზიტის მიზეზია ამ რეგიონის მიერ გაკეთებული ისტორიული გადაწყვეტილება რომელიც ნათლად გამოხატავს ავღანეთის პოზიციას ტერორიზმთან მიმართებაში. ავღანეთში გაფრენამდე რაისმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა რომ აუცილებელია ავღანეთისთვის უფრო მეტი დახმარებისა და შემწეობის გაწევა მემბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში.