ევროკავშირსა და სერბეთს შორის ვაჭრობვა-დახმარების შეთანხმების ხელმოწერის ვადა გადადო

ეს გადაწყვეტილება გამოიწვია იმან, რომ ბელგრადი მძაფრად ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის საზღვრების გაფართოების უმაღლესმა კომისარმა ოლი რენმა განაცხადა, რომ პროცესი სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოსტუნიცამ დაბლოკა.

დღეს ბრიუსელში გამოსვლისას რენმა მწუხარება გამოხატა ამ ვითარების გამო და ხელმოწერის ჩაშლაში ზოგიერთი ბელგრადელი ობსტრუქციონისტი დაადანაშაულა. დოკუმენტის ხელის მოწერა პოლიტიკურ დიალოგს შეუწყობს ხელს, გააადვილებს სავიზო რეჟიმსა და ევროკავშირის მიერ სერბეთისთვის დახმარების გაწევას გაზრდის. ევროკავშირი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტის მიღება სერბეთის ევროკავშირში შესვლას დააჩქარებს.